სიახლე

83 პროცენტით შესრულებული ბიუჯეტი ქობულეთში

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა გამგებლის მიერ 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმიეს. სულხან ევგენიძის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შარშან 83 პროცენტით შესრულდა. გამგებლის ანგარიშის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა ოპოზიციას. დეპუტატების უმარველსობამ საკითხს მხარი დაუჭირა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გასულ წელს 36 მილიონ 867 ათას 815 ლარი იყო.