სიახლე

ქობულეთში ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა.

ქობულეთში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. სკოლის მოსწავლეები, ახალგაზრდები და რიგითი მოქალაქეები მუნიციპალიტეტის გამგეობის წინ ლოზუნგებით: ,,ნუ მომკლავ“, ,,აღვადგინოთ სამართალი“, ,,არა ძალადობას“ შეკრებილნი ხელისუფლებას საქმის სამართლიანი გამოძიებისკენ მოუწოდებდნენ.