სიახლე

რისთვის შენდება “კინტრიშიჰესი”?!

ქობულეთში, სოფელ კობალაურში სამუშაოებს შპს “ჰიდროდეველოპმენტი” ახორციელებს,მიმდინარეობს სათავე და შემაერთებელი გვირაბების მშენებლობა,რომლის სიგრძე 1800 მეტრი იქნება. კომპანიამ მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გვირაბის დასრულება 7 თვეშია ნავარაუდევი.

რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, რომელიც 6 იანვარს დაიწყო “ორბიჯგუფის” სამშენებლო ორგანიზაცია “all-P Goup” ახორციელებს.

უბნის უფროსის ივანე კობერიძის განცხდებით ამ დროისთვის მიმდინრეობს დამბა, ჯებირების მშენებლობა, რათა შემდგომ კონსტრუქცია არ დაზიანდეს.

მშენებლობაზე დასაქმებულია 30 ადამიანი,რომლის 60% ადგილობრივია

კობერიძის განცხადებით ეს პროცესები არ შქმნის ეკოლოგიურ პრობლემებს, ნაწილი მდინარისა გაივლის გვირაბში,ხოლო ნაწილი ისევე მის კალაპოტში იმოძრავებს.

რაც შეეხება პროცესს, წყალი შევა ცენტრალურ გვირაბში,გაივლის სალუქსს და გაწმენდილი წყალი მოხვდება რკინის კონსტრუქციაში.

კაშხლის მშენებლობამ ადგილობრივებში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია,რადგან ხდება წყლის ამღვრევა და ის საბანაოდ გამოუსადეგარი ხდება.

საბოლოო ჯამში პროექტისათვის 10 000 000 ლარია გამოყოფილი და სამუშაოები სრულად სავარაუდოდ ერთი წლის ვადაში დასრულდება.

გამომუშავებული ელექტროენერგიის რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია უცნობია.