სიახლე

ამ წუთებში დეკანოზ მამა გიორგი მამალაძის წერილი გავრცელდა

ამ წუთებში სოციალურ ქსელ facebook-ზე მამა გიორგი მამალაძის წერილი გამოქვეყნდა!

“აქამდე ასე კარგად ვერ ვაცნობიერებდი მოსაზრებას,რომ განსაცდელი ადამიანს უფალთან აახლოვებს.მეტიც,ასეთ მდგომარეობაში ყველა შენი მახასიათებელი უფრო მკვეთრი ხდება-მეტია თვითკრიტიკაც,საკუთარი თავის რწმენაც, უკომპრომისობაც.

მრავალი ცოდვის თანამდევი ვარ,მაგრამ ღმერთია მოწმე,არა მკვლელობის და არა მკვლელობის მცდელობის,ვისთვისაც ასეთი რამ არ დაუბრალებიათ, ალბათ მისთვის რთული წარმოსადგენია ჩემი განცდები,რთული შესაფასებელია ჩემი გადაწყვეტილებები.

რატომ ვშიმშილობ? ამით ჩემ სულიერ ძმებს მინდა შევახსენო-“არა ერთითა პურითა სცხონდების კაცი”…ასევე, როგორც ჯვარცმულმა მაცხოვარმა მიმართა მამას-რად მიმატოვეთ და მყისიერ პასუხი მიიღო მისგან,მეც მივმართავ სულიერ მამას-რად მიმატოვე? არ მჯერა,რომ შენს სიყვარულს არ ძალუძს დასძლიოს ყველანაირი წნეხი და ზეწოლა! ღმერთმა უწყის-არანაირი თავდენობა და შუამდგომლობა არ მჭირდება,მხოლოდ შენი ნუგეშის მომგვრელი სიტყვა და ღიმილი,შენი მადლიანი ხელი.

რაც შეეხება ჩემი სიმართლის დამტკიცებას,ამას თავად შევძლებ ღვთის შწევნით,მაცხოვარი ხომ ბრძანებს-“ოდეს შეგიყვანეს შესაკრებელსა მთავართასა,ნუ ზრუნავთ რა სიტყვა მიუგოთ ანუ რა სთქვათ,რამეთუ სულმან წმინდამან გასწავლოს თქვენ მას ჟამსა შინა რა იგი სთქვათ”

რატომ გადადგა ირაკლი მამალაძემ ეს ნაბიჯი? ამასთან დაკავშირებით მრავალი ვერსია შეიძლება გამოითქას,ჩემი აზრით კი,მან უბრალოდ არ გაუშვა ხელიდან შანსი, წრმოჩენილიყო “გმირად”,”საქართველოს მხსნელად”.სამწუხაროდ,მისი ამბიცია და მავანთა მზაკვრული ინტერესები კარგად დაემთხვა ერთმანეთს.

ღმერთმა შეგვინდოს ორივეს:მას მისი საქციელი,ხოლო მე ჩემი წინდაუხედაობა”