განათლება

9 აპრილი

9 აპრილს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და იხსენებს იმ ხალხს, რომლებიც 1989 წლის 9აპრილს საბჭოთა ჯარების მიერ მშვიდობიანი მიტინგის დარბევას შეეწირნენ.

28 წლის წინ საბჭოთა კავშირის შინაგანი ჯარის სპეციალური დანიშნულების ნაწილებმა თავს დასხნენ მშვიდობიან დემონსტრანტებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოთხოვნით მაშინდელი მთავრობის სახლის წინ იყვნენ-დაიღუპა აქციის 21მონაწილე,უმრავლესობა მათგანი-ქალი.

ეს თარიღი იყო გარდამტეხი საქართველოსთვის.9აპრილის ტრაგიკული დღე გახდა მიზეზი მაშინდელი ქართული საზოგადოების კონსოლიდაციის დაწყებისა,რომელმაც კიდევ უფრო გააერთიანა ქართველი ერი, ეროვნული დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეის ირგვლივ.