განათლება

ქობულეთელი “ნაივისტის” დურმიშხან კიკნაძის კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა

20 თებერვალს აჭარის ხელოვნების მუზეუმში ცნობილი ქობულეთელი მხატვრის დურმიშხან (დუბია) კიკნაძის კიდევ ერთი პერსონალური გამოფენა გაიმართა.

ეს მხატვრის რიგით მესამე პერსონალური გამოფენა იყო.პირველად მის შემოქმედებას ფართო აუდიტორია 2014 წლის იანვარში, ამავე მუზეუმის შენობაში გაეცნო,სადაც ხელოვნის ორმოცამდე ტილო იყო წრმოდგენილი და მაშინვე საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია,ეს კი პირველი “ოფიციალური” აღიარება იყო,თავისივე სიცოცხლეში.იმავე წლის მარტში,კიკნაძის პერსონალური გამოფენა დედაქალაქშიც მოეწყო,გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში და ის გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე კიდევ უფრო ფართო აუდიტორიის წინაშე წარსდგა.

დღესდღეობით ბატონი დურმიშხანი უკვე სამხატვრო სამყაროს აღიარებული წევრია.ის ნაივის სტილის შესანიშნავი წარმომადგენელია,რომლის შემოქმედებაში თავმოყრილია ამ მიმართულების ყველაზე დამახასიათებელი ტენდენციები.