განათლება

ქობულეთის რესურსცენტრი 2014 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშს ავრცელებს

ქობულეთის რესურსცენტრი 2014 წელს გაწეული სამუშაოების ანგარიშს ავრცელებს.

2014 წლისათვის მუნიციპალიტეტში 46 საჯარო და 4 კერრძო სკოლაა.1386 პედაგოგი და 10990 მოსწავლე.

გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით,2014 წლის განმავლობაში სისტემატიურად იმართებოდა შეხვედრები საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებთაბ, რათა მათთვის მომხდარიყო ინფორმაციის მიწოდება.

პერიოდულად მიმდინარეობდა სოეცუალური საჭიროების მქონე მოსწავლეების რეგისტრაცია, ინკლუზიური სწავლების მონიტორინგი, მასწავლებელთა ტრენინგებისა და შეხვედრების ორგანიზება.რესურსცენტრის მხარდაჭერით მიმდინარეობდა სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის გათვალისწინებით მუნიციპალიტეტის 15 საჯარო სკოლის მოსწავლეს პორტატული კომპიუტერი გადაეცათ.2014წელის სექტემბრის თვეში საჯარო სკოლის 790 პირველკლასელს ბუკი, ხოლო 59 პედაგოგს პორტატული კომპიუტერი.

2014წელს აშენდა N1 საჯარო სკოლა და ზედა აჭყვისთავის საჯარო სკოლა.

2014წელს მასწავლებელთა პროფესიული გადამზადების სერთიფიკატი გადაეცა 34 პედაგოგს.

2014წელს 6 მოსწავლეს გადაეცა ოქროს ხოლო 5 ვერცხლის მედალი.