განათლება

მეტადონის პროგრამა-როცა სიცოცხლე პრიორიტეტულია

ნარკომანიასთან ბრძოლას ასტრონომიული თანხები ხმარდება,ერთ ერთი საკმაოდ ძვირადღირებული, თუმცა ერთობ წარმატებული და ეფექტური-მეტადონით ჩანაცვლების პროგრამაა.იგი საქართველოში 2004 წლიდან “გლობალ ფონდ” ის დაფინანსებით დაიწყო,ხოლო 2008 წლიდან მისი დაფინანსება თავად სახელმწიფომ იკისრა.

მეტადონის პროგრამა რომ ნარკომანისათვის მნიშვნელივანი შეღავათია,ამაზე დღეს არავინ დაობს,თუმცა საზოგადოების დიდ ნაწილს ამ თემასთან დაკავშირებით არაერთი კითხვა აქვს.

მეტადონით ჩანაცვლების თერაპიით სარგებლობენ მხოლოდ ოპროდებზე დამოკიდებულები.ოპროდები გახლავთ ნარკოტიკების ჯგუფი,რომელშიც შედის:ჰეროინი,მორფინი და სხვა.

პირველ რიგში ნარკოტიკზე დამოკიდებულების დადგენის მიზნით პაციენტებს უტარდებათ სავალდებულო გამოკვლევა და ამის შემდეგ ხდება მათი პროგრამაში ჩართვა.

მეტადონი თხევადი სახით გამოიყენება. თუ ბენეფიციარს ნარკოტიკზე დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა სურს, მან ზედმიწევნით მტკიცედ უნდა დაიცვას ექიმის დანიშნულება და პირველ რიგში სენისგან თავის დაღწევა თავად მას უნდა სურდეს და საამისოდ ფსიქოლიგიურადაც უნდა მოემზადოს.ექიმის მიერ მას ენიშნება ხანმოკლე კურსი-მეტადონის დოზის თანდათან შემცირებით.

სამწუხაროდ, ბენეფიციართა უმრავლესობას ამ წესზე დამორჩილება არ სურს და პროგრამაში მონაწილეობას ახანგძლივებს.

ადრე მეტადონის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა ლიმიტირებული იყო, 2014 წლიდან კი- პროგრამა ბენეფიციართა რაოდენობის შეზღუდვას არ ითვალისწინებს.