სიახლე

FEDERIKO-ფელინი

დღეს, 1920 წლის 20 იანვარს იტალიის ქალაქ რიმინაში მე 20-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და აღიარებული კინორეჟისორი ფედერიკო ფელინი დაიბადა.

კინოში მისი მისვლა რობერტო როსელინის დამსახურებაა.როსელინს მოეწონა, იმხანად კარიკატურისტი ფელინის მიერ დახატული შარჟი და მას სცენარისტობა შესთავაზა. მოგვიანებით ფელინმა აღნიშნა კიდეც, რომ რომარა როსელინი ის ალბათ ცირკის დირექტორი გახდებოდა, რადგან ბავშობაში ცირკით იყო გატაცებული,რამაც მის ფილმებშიც ჰპოვა ასახვა.

პირველი წარმატებული ფილმი იყო “გზა”, რომელიც ოსკარისა და ვენეციის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი გახდა,სადაც მთავარ როლს რეჟისორის მეუღლე ჯულიეტა მაზინა ასრულებდა.

რამოდენიმე ფილმის გადაღების შემდეგ,ფელინი შემოქმედებით კრიზისში აღმოჩნდა,თუმც მან მოულოდნელი გამოსავალი იპოვა, გადაიღო ფილმი “8 ნახევარი”,სადაც მთავარი როლი მარჩელო მასტროიანმა ითამაშა.აღნიშნულმა ფილმა მას დიდი აღიარება მოუტანა.

შემდეგ იყო პირველი ფერადი ფილმი “ჯულიეტა და სულები”, რასაც მოჰყვა ავტობიოგრაფიული ელემენტებით გაჯერებული ფილმი “ჯამბაზები”, ინტერვიუ და სხვა.

1993წლის 31 ოქტომბერს ქალაქ რომში, ფელინი გარდაიცვალა.ის იყო იტალიის ყველაზე დიდი ჯილდოს-დიდი ჯვრის კავალერი,რომელმაც გავლენა მოახდინა ისეთ დიდ რეჟისორებზე როგორებიც არიან: ვუდი ალენი,დევიდ ლინჩი,დევიდ კრონენბერგი,სტენლი კუბრიკი,პედრო ალმადოვარი,ტიმ ბარტონი და ემირ კუშტურიცა