სიახლე

მთავრობის წევრებმა სამი ახალშობილი ტყუპი მოინახულეს

11 აპრილი, 2017
სამი ტყუპი – გაბრიელი, ილია და ლილე სურმანიძეები ქვეყანას31 მარტს მოევლინენ. ახალშობილების დედად – ელზათურმანიძე და ბავშვები თავს კარგად გრძნობენ.

სამი ტყუპი დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, მთავრობის თავმჯდომარის მეუღლემ სოფიო ბაკურიძემ, აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ მოინახულეს.

მთავრობის წევრებმა სურმანიძეების ოჯახს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 3,000 ლარი გადასცეს. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემა იმოჯახებზე, სადაც დაიბადება ტყუპი – ტყუპისცალზე გაიცემა დახმარება 1000 ლარის ოდენობით. სურმანიძეებისსამი ტყუპი ჯანმრთელობის ცენტრ „მედინაში“ დაიბადნენ.

პროგრამის ფარგლებში, თანხა უკვე გაცემულია 16 ოჯახზე, აქედან მხოლოდ ერთი ოჯახია სამი ტყუპით. გასულ წელს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაიცა 75 ოჯახზე, გაცემულმა თანხამ შეადგინა 149,000 ლარი.