სიახლე

ქობულეთში გარდაცვლილი მამაკაცის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

ქობულეთში გარდაცვლილი, მდინარე კინტრიშში ნაპოვნი მამაკაცის საქმეზე ერთი პირი უკვე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის თებერვალში, თავის საცხოვრებელ სახლში, ანგარების მიზნით, დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1973 წელს დაბადებულ პირს, რომელიც ამავე სახლში გირაოს სანაცვლოდ ცხოვრობდა.

ჭრილობების შედეგად იგი ადგილზევე გარდაიცვალა, მოძალადემ კი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი სახლთან ახლოს მდებარე მდინარეში გადააგდო. უკვე ამოღებულია მკვლელობის ჩადენის იარაღიც. საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ სამართალდამცავებმა მდინარე კინტრიშში მამაკაცის გვამი იპოვეს და მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. დაღუპული ქობულეთში გელაურის დასახლებაში გირაოთი ცხოვრობდა.