სიახლე

დღეს ქობულეთში, 4 სოფლის მოსახლეობამ ნაგავსაყრელის მშენებლობის სანაცვლოდ დამატებით კომპენსაციები მოითხოვა.

“მოსახლეობასთან შეთანხმებამდე ქობულეთში ნაგავსაყრელი არ აშენდება” – ეს განცხადება აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრმა რამაზ ბოლქვაძემ ოთხი სოფლის მცხოვრებლებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მინისტრის თქმით, აუცილებლად გადაიხედება ცეცხლაურისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლებს კომპენსაციის საკითხიც, თუმცა რამაზ ბოლქავაძე პირობას არ დებს რომ კომპენსაციის რაოდენობა აუცილებლად შეიცვლება.

დღეს ქობულეთში, 4 სოფლის მოსახლეობამ ნაგავსაყრელის მშენებლობის სანაცვლოდ დამატებით კომპენსაციები მოითხოვა. ამბობენ, რომ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ თანხაზე გაცილებით ძვირია მიწა, რომელიც მათ სარგებლობაში და არა საკუთრებაში ჰქონდათ.