განათლება

ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ორგანიზებით წინასააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ასოციაცია „ღირსეული სიბერის“ ორგანიზებით წინასააღდგომო საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში მუზეუმის ფოიეში ხელნაკეთი ნივთები გამოიფინა, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტის მონაწილე ქალებმა შექმნეს.

45 წელს ზემოთ ქალთა თვითდასაქმების პროგრამაში 100-ზე მეტი ბენეფიციარი მონაწილეობდა. პროექტის ფარგლებში მათ, შესაბამისი ტრენინგი გაიარეს, მომდევნო ეტაპზე კი ბიზნეს გეგმები შეიმუშავეს, რომელიც ასოციაცია “ღირსეულმა სიბერემ” დააფინანსა. გამოფენა გაყიდვის დროს შეგროვილი თანხით ორგანიზაცია მარტოხელა ხანდაზმულებს სააღდგომოდ პასკასა და კვერცხებს შეუძენს.

ღონისძიებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატები, გამგეობის წარმომადგენლები და რიგითი ქობულეთელები ესწრებოდნენ.