სიახლე

ქობულეთის სსდ ცენტრის თანამშრომლებს სპეც-სამოსი გადაეცა

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის სამედიცინო და არასამედიცინო პერსონალს ახალი სპეც-სამოსი გადაეცა. ახალი უნიფორმები სსდ ცენტრის ბრენდის ფერებშია გადაწყვეტილი. სასწრაფო დახმარების პერსონალის ზამთრის ფორმის კომპლექტაცია სვიტერის, ქურთუკის და შარვლისგან შედგება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი თეიმურაზ ხარაშვილი რაიონულ ცენტრებში არსებულ მდგომარეობას დღეს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ნუგზარ სურმანიძესთან დაქობულეთის გამგებელ სულხან ევგენიძესთან ერთად გაეცნო.

ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების რაიონული ცენტრი ტექნიკურად უკვე აღიჭურვა. პირველ ეტაპზე მას ახალი ავტომობილები გადაეცა. 3 საშუალო და 1 მაღალი გამავლობის მანქანით ცენტრის პერსონალი რაიონის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ტექნიკური უზრუნველყოფა მიზნად ისახავს გადაუდებელი სამედიცინო სერვისის გაუმჯობესებას.