სიახლე

ნაციონალური მოძრაობა ქოულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოების განახლებას ითხოს.

ნაციონალური მოძრაობა ქობულეთში ნაპირსანაგრი სამუშაოების განახლებას ითხოვს.ოპოზიციის წევრების თქმით,ნოემბრის სტიქიის შედეგად თამარ მეფის სანაპიროზე დაზიანებული ჯებირის და ფიჭვნარში სასტუმრო ” ინტურისტების” მიმდებარედ, სანაპირო ზოლის გაგრძელების სამუშაოები ამ დრომდე არ განახლებულა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ სამუშაოები დაწყებულია. საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს უკვე მიწერეს წერილი,ნაპირსამაგრი ჯებირის მშენებლობისთვის 4 170 000 ლარის გამოსაყოფად.

რაც შეეხება თამარ მეფის სანაპიროს,სამუშაოები ზაფხულამდე დასრულდება, რისთვისაც ნახევარი მილიონი ლარი აჭარის მთავრობამ ბიუჯეტის ცვლილებების დროს უნდა გამოყოს.