სიახლე

ქობულეთში, წყალდიდობით დაზარალებულთათვის 277 991 ლარი გამოიყოფა

ქობულეთში ოქტომბერში მომხდარი სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის აღნუსხვა დაასრულა.

ქალაქის ტერიტორიაზე დაიტბორა 465 ოჯახი, ხოლო სოფლებში 61 მეწყრული პროცესი დაფიქსირდა.

დატბორილი ოჯახების საკომპენსაციო თანხები რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოიყოფა.კომისიის გადაწყვეტილებით,დაზარალებულებს ზარალს მხოლოდ ნაწილობრივ აუნაზღაურებენ და ის ერთჯერადი დახმარების სახით გაიცემა.

თითოეულ დაზარალებულ ოჯახზე კომპენსაციის ოდენობას სტიქიის შემსწავლელი სამთავრობო კომისია მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით დაადგენს.

სოფლებში დაფიქსირებული დაზიანებები გეოლოგების ჯგუფმა დეტალურად შეისწავლა და დაიგეგმა ფერდსამაგრი ღონისძიებები, ასევე მომზადდა ხარჯთაღრიცხვა.სამუშაოები დეკემბრიდან დაიწყება.

სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების გასატარებლად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 277 991 ლარი გამოიყოფა.ამ თანხის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დახმარება 500-500 ლარიც აღარ იქნება.