სიახლე

2 647 922-ნი გაჩერებული პროექტი ქობულეთში

2 647 922-ნი პროექტი რომელიც 2013 წლის შემოდგომაზე დაიწყო, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ნებართვის გაცემამდე, (რომლის გარეშეც მშენებლობის დაწყება უკანონოა) 9თვით ადრე დაიწყო, რისთვისაც ქობულეთის გამგეობა 19 000 ლარით დაჯარიმდა.

სამუშაოები 2015 წლის 30 აპრილს უნდა დასრულებულიყო.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია გზა “ოცდამეერთე” აწარმოებდა, რომელსაც ასეთ ტენდერებში მიღებული გამოცდილება პქონდა.

მიუხედავათ ამისა მან ვერ შეძლო მოცემულ დროში სამუშაოების დასრულება და ნაცვლად 2015 წლის 30აპრილისა მას მიეცა დრო ოქტომბრამდე, თუმცა ვერც ამ დროში მოხერხდა მშენებკობის დასრულება.

ქობულეთში, რუსთაველის ჩიხის 3-ში სპორტსკოლის მშენებლობის ბედი ამ დრომდე გაურკვეველია.