სიახლე

ქობულეთში სტიქიას ებრძვიან

ქობულეთში სტიქიას ებრძვიან. ქარიშხალმა მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. მუნიციპალიტეტის გამგებელი სულხან ევგენიძე დაბა ჩაქვში სტიქიით დაზარალებულების მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.

დაზიანდა ათეულობით საცხოვრებელი სახლის სახურავი, მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები. ამ დროისათვის ელექტრო ენერგია 2000-მდე აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო სამაშველო ბრიგადები, მობილური ჯგუფები. სტიქიის შტაბი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.