სიახლე

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში პროექტ ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების ხელშეწყობა აჭარაში” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში პროექტ ,,ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურების ამოქმედების ხელშეწყობა აჭარაში” ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტისა და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ბავშვთა მიმართ ძალადობაზე, ამ მხრივ განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებსა და პროცედურებზე ისაუბრეს, ასევე ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების ამოქმედებისა და დაკისრებული ვალდებულებების აღსასრულებლად გამგეობის შიდა სამოქმედო ინსტრუქციის შემუშავებაზე იმსჯელეს.

პროგრამა ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ინფორმირებულობის დონის ამაღლების მიზნით ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები გადამზადდნენ, რომლებსაც დღეს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

შეხვედრა საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციისა და ქობულეთის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.