სიახლე

ქობულეთის კულტურის სახლში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკური საბალეტო სკოლის გამოსაშვები საღამო გაიმართა

დღეს ქობულეთის კულტურის სახლში ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის კლასიკურმა საბალეტო სკოლამ გამოსაშვები საღამო გამართა. საბალეტო სკოლის აღსაზრდელებმა ბალეტი „Contemporary Ballet” წარმოადგინეს.

ღონისძიების დასასრულს აჭარის განთლების მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ საბალეტო სკოლის აღსაზრდელებს წარმატება მიულოცეს და სიგელები გადასცეს.

საღამო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.