სიახლე

„ქობულეთის სანდასუფთავების“ სამსახურში საშტატო ერთეული იზრდება

„ქობულეთის სანდასუფთავების“ სამსახურში საშტატო ერთეული იზრდება.

დასუფთავების აქციაამ ეტაპზე 27 მეეზოვეს დამატებაა დაგეგმილი. მათ შორის 10 მეეზოვე სოფლის ცენტრების დასუფთავებაზე იზრუნებს. „ქობულეთის news“ ინფორმაციით, სამსახური ახალი ტექნიკის შეძენასაც აპირებს. საუბარია კონდინციონერზე და კომპიუტერულ ტექნიკაზე. 199 თანამშრომლისთვის უნიფორმების, რეზინის ჩექმების და ინვენტარის შეძენაა გათვალისწინებული.

აიპმა შესაბამისი თანხა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ცვლილების დროს 541 472 ლარი მიიღო. საკრებულოს სხდომაზე ქობულეთის სანდასუფთავების სამსახურის უფროსმა თქვა, რომ სამუშაოს სფეციფიკიდან გამომდინარე კვარტალურად პრემიების გაიცემაც მოხდება.