სიახლე

ქობულეთში ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება

ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ადგილზე გაეცნენ.

ქუჩაზე დასრულდა ტროტუარებისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობა. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ქუჩის სავალი ნაწილი დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება.

პროექტის განსახორციელებლად 175 000 ლარი დაიხარჯება.

ნინოშვილის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ეტაპობრივად ხორციელდება. გასულ წლებში ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა.