სიახლე

366 956 ლარი, ქობულეთის ცენტრალური წყლის სისტემის სათავე ნაგებობაზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცენტრალური წყლის სისტემის სათავე ნაგებობაზე 4 ერთეული ჭაბურღილის დამონტაჟება მიმდინარეობს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 366 956 ლარია გათვალისწინებული.

სამუშაოების მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის გამგებელმა სულხან ევგენიძემ და ქობულეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი რომანაძემ დაათვალიერეს.

წყლის სისტემის სათავე ნაგებობაზე ჭაბურღილების მონტაჟი ხელს შეუწყობს ტურისტული სეზონის დროს წყლის დებეტის გაზრდას, რომლის შემდეგაც შესაძლებელი იქნება 6 000-მდე აბონენტის 24 საათიანი სასმელ-სამეურნო წყლით მომარაგება.

ჭაბურღილების მონტაჟის შედეგად მოხდება არსებული რეზერვუარების მაქსიმალური ათვისება და გაიზრდება წყალსაქაჩის წარმადობა, რაც სავსებით საკმარისი იქნება წყლის პრობლემის მოსაგვარებლად.