განათლება მთავარი

ქობულეთში ზურაბ ნემსაძის შემქომედებითი საღამო გაიმართა

დღეს ქობულეთის მუზეუმში ახალგაზრდა პოეტის ზურაბ ნემსაძის შემქომედებითი საღამო გაიმართა, სახელად “მე მიყვარხარ, ამ სცენიდან გეუბნები”

ზურაბ ნემსაძემ საზოგადოებას საკუთარი პოეზია გააცნო,ასეევე ახალგაზრდა პოეტებმა შემოქმედებით საღამოზე გოგოა გორგილაძემ, ბექა გუნთაიშვილმა, ენრი ვერულიძემ ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს.

ახალგაზრდა პოეტმა ერთი ლექსი დედას მიუძღვნა, რომელიც დარბაზში იმყოფებოდა,მან ასევე აღნიშნა, რომ ის შეყვარებულია და მისი ლექსების მუზა დარბაზში ზის, რომლის ვინაობაც ინკოგნიტოდ დატოვა.

შემოქმედებით საღამოს ადგილობრივი მოსახლეობა,ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს პარლამენტის წევრი ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნაკაიძე ესწრებოდა.მათ ახლაგაზრდა პოეტებს წარმატებები უსურვეს.

ღონისძიების მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს ყველას ვინც წვლილი შეიტანა შემოქმედებითი საღამოს ორგანიზებულად გამართვაში.