სიახლე

ქართული ოცნება “მეოცნებეების გარეშე“ – პატარაძის მაჟორიტარული სია ქობულეთში

რატომ დარჩა ქართული ოცნება „მეოცნებეების“ გარეშე და რა საფუძველს ეყრდნობა ახალი მაჟორიტარული რგოლის არჩევა? ეს ჩვენი სტატიის მთავრი კითხვაა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც ამა წლის ოქტომბერში გაიმართება უამრავი პარტია იღებს მონაწილეობას.

ძირითადი ბრძოლა, როგორც ყოველთვის ამჟამინდელ მმართველ პარტიასა და ყოფილ სახელისუფლებო პარტიას შორის გაიმართება.

აჭარის მმართველი რგოლი, ეტაპობრივად ასახელებს სავარაუდო გამგებლობის კანდიდატებს და მაჟორიტარებს.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით საბოლოოდ გაირკვა ვინ იქნება მაჟორიტარი კანდიდატები ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

როგორც შედეგებმა აჩვენა, ქართულ ოცნებაში კრიზისია და არცერთი მათგანი არ არის ქართული ოცნების წევრი.

რატომ დარჩა ქართული ოცნება „მეოცნებეების“ გარეშე და რა საფუძველს ეყრდნობა ახალი მაჟორიტარული რგოლის არჩევა?

ყველასთვის ცნობილია, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლობის თანამდებობაზე ბრძოლას მირიან ქათამაძე აპირებს.

ე.წ ფიჭვნარის დასახლებაში მაჟორიტარი კანდიდატი ასლან აბაშიძის დროინდელი დაცვის თანამშრომელი და დავით წულუკიძესთან (პატრიოტთა ალიანსის გამგებლობის კანდიდატი 2014წელს) დაახლოებული პირი ავთანდილ გოგიბერიძეა.

ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში კი ენმ-ის ყოფილი წევრი, ქობულეთის საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან (2014 წლამდე), ენმ-ის შტაბის უფროსი რუსთაველის ქუჩის დასახლებაშ, აბაშიძის დროინდელი 81-ე ოლქის თავმჯდომარე და მოქმედი ქობულეთის პროფესიული კოლეჯის დირექტორი დავით მჭედლიშვილი იქნება.

დარჩენილ ნაწილში კი პატრიოტთა ალიანსის გამგებლობის კანდიდატი(2014წ) ყოფილი კომკავშირების აქტიური წევრი, ასლან აბაშიძის დროინდელი ახალგაზრდული დეპარტამენტის უფროსი დავით წულუკიძე იქნება.

ჩამონათვალი გრძელდება და როგორც ზემოთ აღნიშნულები, არც ქობულეთის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლის მაჟორიტარები არიან ქართული ოცნება“ დემოკრატიული საქართველოს“ წევრები.

უმრავლესობა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტიური წევრი იყო.

ლეღვაში მაჟორიტარი კანდიდატი პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ავთანდილ ანანიძე იქნება.

ქაქუთში მოქმედი დეპუტატი ვიტალი ქარცივაძე.

მუხაისტატეში საქართველოს ფიტოპატოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, გურამ მემარნე იბრძოლებს. 2004 წელს გურამ მემარნე ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა.

1984-1994 წლებში გურამ მემარნე მუშაობდა ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სელექციისა და გენეტიკის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე.

გვარაში მაჟორიტარად ენმ-ის ყოფილი წევრი და შტაბის უფროსი, ქობულეთის ყოფილი გამგებელი გოდერძი მოწყობილი იქნება.

ალამბარში ა (აი)პ აგრო სერვის ცენტრის დირექტორი მანუჩარ ნიჟერაძეა.

აჭყვისთავში ყოფილი ენმ-ის წევრი საკრებულოში( 2014 წლამდე) და ბიზნესმენი ავთანდილ ზოიძე იქნება.

ოჩხამურში ბონდო სურმანიძე, ხოლო, ზენითში ქეთევან ქათამაძე იბრძოლებს.

ხუცუბანში ენმ-ის ყოფილი წევრი და გამგებლის მოადგილე, მოქმედი საკრებულოს წევრი არჩილ დუმბაძეა.

სოფელქობულეთში ისევე როგორც ყვეგან ენმ-ის ყოფილი წევრი იოსებ ჯაფარიძე იბრძოლებს ქართული ოცნების სახელით.

ჭახათში მოქმედი საკრებულოს წევრს პატრიოტთა ალიანსიდან -თემურ მოწყობილს წარადგენენ.

კვირიკეში ავთანდილ ვერულიძე, ხოლო ბობოყვათში გენადი თამაზაშვილია.

სოფელ დაგვას მაჟორიტარი კანდიდატი თვითმმართველ არჩევნებზე ქობულეთის ბაზრის დირექტორი მალხაზ რომანაძე იქნება.

ციხისძირში ვაჟა შავიშვილი, რომელიც 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად ღებულობდა მონაწილეობას, დღეს ქართული ოცნების სახელით აპირებს ბრძოლას.

საჩინოში მოქმედი გამგებელი საჩინოს ადმინისტრაციულ ერთეულში ედუარდ თურმანიძე იბრძოლებს- ამჟამად მაჟორიტარად(!)

დაბა ჩაქვში ყოფილი ნაცმოს წევრი, და მოქმედი ბიზნესმენი მანუჩარ ფალავანდიშვილია.

ხალაში სოფლის საბავშვო ბაღის დირექტორი და საქართველოს პარლამენტის წევრის- ფატი ხალვაშთან დაახლოებული პირი ნანუკა ვასაძე იბრძოლებს.

და ბოლოს ჩაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქმედი საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ისევ განაგრძობს ბრძოლას 2016 წლის თვითმმართველობის არჩევნებშ და იგი გურამ აბაშიძე გახლავთ.

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მაჟორიტარული სია გადაგზავნილია პოლიტსაპჭოზე დასამტკიცებლად.

წყარო:new ajara