სიახლე ტურიზმი

ქობულეთში, ზღვაში დაკარგულ მოზარდს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

1 სექტემბერს ქობულეთში, ზღვაში დაკარგულ მოზარდს აჭარის სამაშველო სამსახურის მყვინთავები უშედეგოდ ეძებენ.

მყვინთავების თქმით ძებნას ხელს უამინდობა და ცუდი ხილვადობა უშლის.

შემთხვევის დროს მოზარდი სანაპიროზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.