ტურიზმი

ისპანის მსოფლიო მნიშვნელობის რელიქტური ბუნება

 

დღევანდელ მოცემულობაში,  იშვიათია ადგილები სადაც რელიქტური ტყეები პირვანდელი სახითაა შემონახული, აქაედან ერთ-ერთი ლოკაცია ქობულეთში არსებული ისპანის ნაკრძალიცაა

,ის მოიცავს ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალს-ისპანი II (331 ჰა) და ქობულეთის აღკვეთილს-ისპანი I (439 ჰა), რომლებიც ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით, შავი ზღვის გასწვრივ, სანაპიროდან, კერძოდ ფიჭვნარის ეკოპლაჟიდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს. ისპანის დაცული ტერიტორიები ქალაქ ქობულეთს აღმოსავლეთით მიუყვება.  გამომდინარე აქედან ნაკრძალში დაცული სახეობები  მსოფლიო მნიშვნელობისაა.

ქობულეთის და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის წარმომადგენლის – თაკო გოგიტიძის განცხადებით: – ,, კლიმატის დათბობის კვალდაკვალ მყინვართა უკან დახევამ თან გაიყოლა მრავალი მცენარე, ხოლო კოლხეთის რეფუგიუმმა შემოინახა რელიქტური სახეობები, რომლებიც ფართოდ იყვნენ გავრცელებული მრავალი მილიონი წლის წინ და გამყინვარების ეპოქაში გაქრნენ.

ტერიტორიაზე დაცულია ისეთი სახეობები როგორიცაა: იმერული მუხა, ლაფანი, კოლხური ბზა ძელქვა, უნგერნი, პონტოს შქერი და ა.შ.  ეს მცენარეები მხოლოდ კოლხეთის დაბლობისთვისაა დამახასიათებელი. ისპანის ნაკრძალის უკიდურეს სამხრეთ აღმოსავლეთ ნაპირას და თიკერში. წარსულში ტყეს გაცილებით  დიდი ფართობი ეჭირა. დღეს ძნელად  თუ დაიჯერებს ვინმე, რომ ისპანის ტორფნარის ადგილას ოდესღაც დაბურული ტყე იყო, რომელსაც საკმაოდ დიდი ფართობი ეჭირა. დღეისათვის ტყის ფართობი საგრძნობლად შემცირებულია, რაც გამოწვეულია: მოსახლეობის დაბალი გარემოსდაცვითი ცნობიერებით, ინფრასტრუქტურის არასათანადო განვითარებით, ტყის არასწორი მენეჯმენტითა და ხშირი ხანძრებით.

სამომავლოდ ჩასატარებელია სამუშაოები ქობულეთის – ისპანის ტორფნარების მიმდებარე ტყის აღსადგენად, როგორიცაა – მუხნარის გაშენება, ეკოტურიზმის განვითარება, ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და განვითარება. სადრენაჟე არხების გაუქმების მიზნით არხების გასწვრივ მურყნარი ტყის გაშენების გაგრძელება რომელსაც უკვე ორი წელია ახორციელებს ქობულეთის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაცია, ასევე მდინარე შავღელეს კალაპოტის აღდგენა და სმეკალოვის არხის გაწმენდა. აღნიშნული ღონისძიებების ჩატარების შემდგომ მივიღებთ უნიკალურ, დაცულ ტერიტორიას, რომელიც მოიზიდავს უამრავ, სფეროთი დაინტერესებულ ტურისტს და კიდევ უფრო მნიშვნელოვანს გახდის აჭარის რეგიონს ეკოლოგიის მიმართულებით“.

საქართველო ბიომრავალფეროვნებით 34 კრიტიკულ ცხელ წერტილს შორისაა. ის მსოფლიო ყურადღების ცენტრშია, თავისი პირველადი და უნიკალური რელიქტური ტყეებით, რომლის დაცვასა და მდგრად გამოყენებას მსოფლიო მასშტაბის მნიშვნელობა ენიჭება.

1996 წლიდან კოლხეთის რელიქტური ტყეები თავის ტბებთან და ტბორებთან ერთად რამსარის კონვენციით საერთაშორისო დაცულ ტერიტორიებადაა გამოცხადებული.