სიახლე

“ქართულმა ოცნებამ” ქობულეთში საარჩევნო სია წარადგინა

დღეს “ქართულმა ოცნებამ” ქობულეთში საარჩევნო სია წარადგინა. პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა. ქობულეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიაში 4 მოქმედი დეპუტატია, 22 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალია.

ქალაქ ქობულეთში მაჟორიტარობისთვის დავით წულუკიძე, დავით მჭედლიშვილი და ავთანდილ გოგიბერიძე იბრძოლებენ.

რაც შეეხება სოფლებს, კანდიდატთა სია ასე გამოიყურება: ქაქუთი – ვიტალი ქარცივაძე, ლეღვა – ავთანდილ ანანიძე, მუხაესტატე – თედო ტაკიძე, ალამბარი – მანუჩარ ნიჟარაძე, აჭყვისთავი – ავთანდილ ზოიძე, ზენითი – ქეთინო ქათამაძე, ოჩხამური – ბონდო სურმანიძე, გვარა – რომან მოწყობილი, ხუცუბანი – არჩილ დუმბაძე, სოფელი ქობულეთი – იოსებ ჯაფარიძე, ჭახათი – თემურ მოწყობილი, ბობოყვათი – გენადი თამაზაშვილი, დაგვა – მალხაზ რომანაძე, კვირიკე – ავთანდილ ვერულიძე, ციხისძირი – ვაჟა შავიშვილი, ჩაქვი – მამუკა შამილიშვილი, საჩინო – ედნარ თურმანიძე,ჩაისუბანი – გურამ აბაშიძე, ხალა – ნანული ვასაძე.

ქობულეთში მერობისთვის “ქართული ოცნებიდან” მირიან ქათამაძე იბრძოლებს.

თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 21 ოქტომბერს ჩატარდება.