საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რაულ ბერიძე მოადგილესთან ლაშა ჩიხლაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვის #2 ჩაის ფაბრიკა-ქვედა აჭყვა-ზედა აჭყვას, ხალა-ქავჯარაძეების და ხალა-ბაკურიძეების საავტომობილო გზებზე ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული მეწყერული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
ნაციონალური მოძრაობა ქობულეთში ნაპირსანაგრი სამუშაოების განახლებას ითხოვს.ოპოზიციის წევრების თქმით,ნოემბრის სტიქიის შედეგად თამარ მეფის სანაპიროზე დაზიანებული ჯებირის და ფიჭვნარში სასტუმრო ” ინტურისტების” მიმდებარედ, სანაპირო ზოლის გაგრძელების სამუშაოები ამ დრომდე არ განახლებულა.