განათლება

დღეს ქობულეთში, მამია ხარაზის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

დღეს ქობულეთში,შემოქმედ ზურა ნემსაძის ინიციატივითა და “ახალგაზრდული სათათბირო დარბაზის” მხარდაჭერით, ცნობილი ქართველი ბიბლიოფილის, მამია ხარაზის შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას ოჯახის წევრებისა და რიგითი ქობულეთლების გარდა აჭარის მთავრობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საღამოზე ახალგაზრდებმა წარმოადგინეს მამია ხარაზის შემოქმედება, მისმა მეგობრებმა გაიხსენეს ერთად გატარებული ცხოვრების საინტერესო ეპიზოდები.

მამია ხარაზის ცნობილი ბიბლიოთეკა ქ.ქობულეთში, აღმაშენებლის 112-ში მდებარეობს, სადაც 40 000 ზე მეტი წიგნია თავმოყრილი, მათ შორის მსოფლიოში იშვიათი ეგზემპლიარები და ხელნაწერები.