ქობულეთის საკრებულო
სიახლე

დისკუსია – ქობულეთის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში მოსახლეობას

2017 წლის 4 მარტს ბობოყვათში, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ ორგანიზებითა და ფონდ NED-ის მხარდაჭერით, გაიმართა ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრა ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარესთან – სულხან ოქროპირიძესთან, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის ანგარიში წარუდგინა.

მინდა მოგახსენოთ, რომ 2016 წლის განმავლობაში ჩატარებულია 17 ბიუროს და 17 საკრებულოს სხდომა, აქედან ხუთი მოვიწვიეთ რიგგარეშე სხდომის სახით, ჩავატარეთ 57 სხვადასხვა კომისიის სხდომა და მივიღეთ 22 დადგენილება, 208 განკარგულება და 110 ბრძანება. სხვადასხვა საკითხზე მოვუსმინეთ 220 მოქალაქეს.

თვითმმართველობის რეფორმებიდან გამომდინარე განვსაზღვრეთ ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტები, მიზნები, ამოცანები. კერძოდ, იგი შეეხო ქალაქის განვითარებას, ინფრასტრუქტურის სრულყოფას, სოციალური მომსახურების გაუმჯობესებას, კულტურულ-საგანმანათლებლო სფეროს მოწესრიგებას.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *