სიახლე

ქობულეთში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას მცირედი ინციდენტი მოჰყვა

ქობულეთში სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიას მცირედი ინციდენტი მოჰყვა.პრეზიდენტობის კანდიდატს კულტურის სახლის წინ, სადაც ზურაბიშვილი ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა ნაც. მოძრაობის აქტივისტები ელოდებოდნენ, პლკაკატიტ ხელში “putin შენი პრეზიდენტი ვერ გახდება პრეზიდენტი”

სანამ კანდიდატი შენობაში მხარდამჭერებს მიმართავდა,გარეთ, ნაც მოზრაობის აქტივისტებსა და ქართული ოცნების მხარდამჭერებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი.

გარეთ გამოსულ ზურაიშვილს ოპოზიციის წარმომადგენლები, შეძახილებით ‘მოღალატე” დახვდნენ.

პრეზიდენტობის კანდიდატი მივიდა მათთან და მადლობა გადაუხადა მობრძანებისთვის, რის შემდეგაც დატოვა ტერიტორია.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატია, რომელსაც პარტია ქართული ოცნება უჭერს მხარს, დღეს ის ქობულეთში თავის ამომრჩეველს ხვდებოდა.