სოფელი

ლენტეხელები გაფიცვების განახლებით იმუქრებიან

ისევე როგორც მთელ ქვეყანას,ქვემო სვანეთსაც უამრავი პრობლემა აქვს.ლენტეხის რაიონის სოფლის მოსახლეობა, უგზოობასა და უმუშევრობას მიიჩნევს ძირითად მიზეზად, სოფლებიდან ახალგაზრდობის დაცლის,თუმცა დაწყებული ჰესების მშენებლობა რაიონში,რომელიც დასაქმების წყაროდ უნდა მოიაზრებულიყო, კვლავ რჩება ლენტეხელთათვის ძირითად თავსატეხად.მიუხედავად იმისა რომ მათ ჯერათ, რომ ჰესების მშენებლობას მოჰყვება მათი დასაქმება ისინი მაინც ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ მათ რაიონში ჰესების მშენებლობა დაუშვებელია, სამუშაოების განახლების შემთხვევაში გაფიცვების განახლებით იმუქრებიან.

ლენტეხში სულ 6 ჰესის მშენებლობაზეა საუბარი,აქედან 3 მათგანის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია.ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით 6 ჰიდროელექტროსადგურიდან 1-მცირე,1-დიდი,4-საშუალო სიმძლავრის იქნება