სიახლე

ქობულეთში რამოდენიმე ქუჩა დაიტბორა

დღეს დილით ადრე ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში, რკინიგხის სადგურთან მიმდებარედ, რამოდენიმე ქუჩა დაიტბორა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დატბორილია რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორია – ბათუმი-ქობულეთის საავტომობილო გზის მონაკვეთი, რუსთაველის ქუჩა რკინიგზის სადგურიდან სახანძრო სამსახურამდე, გელაურის დასახლება, ახალსოფელი, ჯავახიშვილის ქუჩა და ბაზრის მიმდებარე ტერიტორია.

შექმნილია საგანგებო შტაბი. მობილიზებულია ქობულეთის მერიის ყველა სამსახური. როგორც ქობულეთის მერიაში აცხადებენ, ქალაქისთვის და მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მოგვიანებით დაითვლება.