ტურიზმი

ქობულეთში ზღვაზე გადასასვლელები მოეწყობა

ქობულეთში, ზღვის სანაპიროზე, 5 გადასასვლელი მოეწყობა, რომლებიც დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება, ასევე განთავსდება სკამები, სანაგვე ურნები და მოეწყობა განათების სისტემა. პროექტის განსახორციელებლად მუნიციპალური ბიუჯეტიდან 765 996 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯორჯიან სტოუნი“ აწარმოებს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის პრესცენტრის ინფორმაციით, სამუშაოები ტურისტული სეზონის დაწყებამდე დასრულდება.

ფოტო: Partnership For Road Safety Georgia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *