ტურიზმი

“ქობულეთობის” ბიუჯეტი გაიზარდა

სახალხო დღესასწაულის ორგანიზებისთვის გამგეობა წელს დაახლოებით 37 999 ლარს დახარჯავს.

თანხა გასულ წელთან შედარებით 10 000 ლარით გაიზარდა.

მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურს ტენდერი არ გამოუცხადებია, შესაბამისად ღონისძების პროგრამაც ამ ეტაპზე უცნობია. კულტურული ღონისძიების პროგრამისთვის აუცილებელი თანხა ბიუჯეტის კორექტირების დროს გამოიყო. დოკუმენტში წერია, რომ მოწვეული სტუმრების ღირსეულად დახვედრისთვის ღონისძიების ხარჯები გაიზარდა.

შეგახსენებთ “ქობულეთელობის” ორგანიზებას 2016 წელს 27 999 ლარი მოხმარდა.
სახალხო დღესასწაულისთვის 2015 წელს 15 000 ლარი გამოიყო.