განათლება

შელოცვების ქობულეთური კრებული-ასომთავრულიდან დედაბრულამდე

ასომთავრულიდან დედაბრულამდე ლოცვებისა და შელოცვების ქობულეთური კრებული დედაბრული დამწერლობის საინტერესო ნიმუში, პირობითი სახელწოდებით – : ლოცვებისა და შელოცვების ქობულეთური კრებული” დაცულია ქობულეთის მუზეუმში

და ამ მეტად მნიშვნელოვან ძეგლს ახლა მეცნიერ-მკლევარები სწავლობენ. „ლოცვებისა და შელოცვების”- ს წერისას არ არის გამოყეენებული სასვენი ნიშნები და

ხელნაწერი კინტრიშის ხეობის ერთ ერთ სოფელში აღმოჩნდა და დედაბრული დამწერლობის დღემდეცნობილ ნიმუშებს შორის ველაზე დიდია. სავარაუდოდ, ხელნაწერი 19საუკუნის პირველ ნახევარში უნდა იყოს.მისი სირგძე 6მეტრი და 50 სანტიმეტრია, სიგანე კი 0,13სანტიმეტრიდან 0,15 სანტიმეტრამდე მერყეობს. ტექსტში ნაწერია დაახლოებით 30- 40სანტიმეტრის სიგრძის ქახალდის ნაჭრებზე, რომლებიც ერთმანეთზე ძაფითაა გადაკერებული, ქაღალდი უჭვირნიშნოა, ასოები გამოყვანილია მელნითა და ფანქრით, ზოგან დაწერილ ტექსტზე მელანია გადატარებული, რომლის ქვეშაც განირჩევა უფრო ადრინდელი ასოების თავდაპირველი მოხაზულობა. ხელნაწერში გვხდება ლოცვა შეშინებულისა, ციებით დაავადებულისა, ორსული ქალისა, ავამდყოფისა, ქობულეათისა და მეზობელ რეგიონებში არსებული წმინდა გიორგის სალოცავებისადმი მიძღვნილი ვედრება და სხვა.

ტექსტში ჭარბობს ქობულეთური დიალექტიკისათვის დამახასიათებელი გრამატიკული ფორმები, სიტყვები, ხანმეტობა და უნმეტობა.

ლოცვებისა და შელოცვების ქობულეთური კრებული საინტერესოა ზოგადად ქართული ენის ევოლუციის თვალსაზრისითაც. ქართული დამწერლობის სამი სახეობაა ცნობილი: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული. სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა სახეობა გამოიყენებოდა.

მე-11 საუკუნიდან გვხდება მხედრულნარევი ნუსხური ტექსტები, რომლებიც მე-14 საუკუნიდან მდხედრულის სახით საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ამ ანბანების არსებობის მანძილძე გვხდება მათი სხვადასხვა სახეობებიც. მათ შორის „დედაბრული ანბანიც”რომელიც შემორჩენილი ხელნაწერებიდან და წერილებიდან გამომდინარე, გურიასა და ქობულეთში იყო გავრცელებული. „დედაბრული ხელი” მეტად თავისებურია. პირველადი შთაბეჭდილებით წარმოადგენს ტეხილ ხაზთა უწესრიგო სურათს. გაშიფრვის შემდეგ კი ჩნდება მხედრულ ასოთა მოხაზულობა, თუმცა, ნაწილი ასოებისა ნუსხურს უფრო ჰგავს.

დედაბრულისათვის დამახასიათებელია „ჰაემეტობა” და „ხანმეტობა”. დედაბრული ხელით ნაწერ ტექსტებს შორის შემორჩენილია კარაბადინები, ლოცვების კრებულებ, სიგელ-გუჯრები და პირადი წერილები. დედაბრული დამწერლობის გამოყენების შემთხვევები ქობულეთში გასული საუკუნის 50-იან წლებამდე ფიქსირდება.