სიახლე

ქობულეთის მერის პირველი საკადრო გადაწყვეტილება.

ქობულეთის ახალარჩეულმა მერმა მირიან ქათამაძემ თანამშრომლებს მოადგილეები წარუდგინა. ეს მერის პირველი საკადრო გადაწყვეტილებაა. სულხან მოწყობილი და დავით ვერულიძე მუშაობას დღეიდან შეუდგებიან

სიახლე სოფელი

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად მუხაისტატესა და ლეღვას ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ქობულეთში ძლიერი წვიმის შედეგად მუხაისტატესა და ლეღვას ცენტრალურ გზაზე მეწყერი ჩამოწვა. მძიმე ტექნიკა შემთხვევის ადგილას მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, მეწყერმა საფრთხე ექვს საცხოვრებელ სახლს შეუქმნა, ამ ეტაპზე ორი ოჯახი სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს, ისინი თავს ახლობლებს აფარებენ.

სიახლე

“ქართულმა ოცნებამ” ქობულეთში საარჩევნო სია წარადგინა

დღეს “ქართულმა ოცნებამ” ქობულეთში საარჩევნო სია წარადგინა. პრეზენტაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ესწრებოდა. ქობულეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთა სიაში 4 მოქმედი დეპუტატია, 22 კანდიდატს შორის მხოლოდ 2 ქალია.

სიახლე სოფელი

თეთროსნის დასახლებაში ადგილობრივებმა აქცია გამართეს

დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუცუბნის, თეთროსნის დასახლებაში ადგილობრივებმა აქცია გამართეს. სოფლის მკვიდრთა მოთხოვნაა მოხდეს 90-იან ცლებში გაჩერებული სკოლის მშენებლობის განახლება, რათა სასწავლო პროცესის დროს ბავშვებს ყოველდღიურად 4-5 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ. რაც მათვის ძალიან დიდი პრობლემაა.

სიახლე ტურიზმი

ქობულეთში, ზღვაში დაკარგულ მოზარდს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ

1 სექტემბერს ქობულეთში, ზღვაში დაკარგულ მოზარდს აჭარის სამაშველო სამსახურის მყვინთავები უშედეგოდ ეძებენ.

სიახლე

ქართული ოცნება “მეოცნებეების გარეშე“ – პატარაძის მაჟორიტარული სია ქობულეთში

რატომ დარჩა ქართული ოცნება „მეოცნებეების“ გარეშე და რა საფუძველს ეყრდნობა ახალი მაჟორიტარული რგოლის არჩევა? ეს ჩვენი სტატიის მთავრი კითხვაა.

სიახლე სოფელი

სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს,რომელიც სკოლამდელი აღზრდის 105 აღსაზრდელზეა გათვლილი.

სიახლე სოფელი

გვიან ღამით სოფელ ჩაისუბანში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

გვიან ღამით სოფელ ჩაისუბანში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა.

სიახლე

ქობულეთში თბილისში მიმდინარე “ქართული მარშის” აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს

დღეს ქობულეთის ცენტრალურ მოედანზე თბილისში მიმდინარე “ქართული მარშის” აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს. მათი განცხადებით ისინი სოლიდარობას უცხადებენ თბილისში მიმდინარე აქციას და შემდგომშიც მხარს დაუჭერენ მას.