სიახლე

ქობულეთში რამოდენიმე ქუჩა დაიტბორა

დღეს დილით ადრე ძლიერი წვიმის შედეგად ქობულეთში, რკინიგხის სადგურთან მიმდებარედ, რამოდენიმე ქუჩა დაიტბორა.

სიახლე სოფელი

ამ ეტაპისათვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რაულ ბერიძე მოადგილესთან ლაშა ჩიხლაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვის #2 ჩაის ფაბრიკა-ქვედა აჭყვა-ზედა აჭყვას, ხალა-ქავჯარაძეების და ხალა-ბაკურიძეების საავტომობილო გზებზე ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული მეწყერული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

ტურიზმი

ისპანის მსოფლიო მნიშვნელობის რელიქტური ბუნება

  დღევანდელ მოცემულობაში,  იშვიათია ადგილები სადაც რელიქტური ტყეები პირვანდელი სახითაა შემონახული, აქაედან ერთ-ერთი ლოკაცია ქობულეთში არსებული ისპანის ნაკრძალიცაა

სიახლე

„ქობულეთის სანდასუფთავების“ სამსახურში საშტატო ერთეული იზრდება

„ქობულეთის სანდასუფთავების“ სამსახურში საშტატო ერთეული იზრდება. დასუფთავების აქციაამ ეტაპზე 27 მეეზოვეს დამატებაა დაგეგმილი. მათ შორის 10 მეეზოვე სოფლის ცენტრების დასუფთავებაზე იზრუნებს. „ქობულეთის news“ ინფორმაციით, სამსახური ახალი ტექნიკის შეძენასაც აპირებს. საუბარია კონდინციონერზე და კომპიუტერულ ტექნიკაზე. 199 თანამშრომლისთვის უნიფორმების, რეზინის ჩექმების და ინვენტარის შეძენაა გათვალისწინებული.

სიახლე

შეზღუდვები ქობულეთის სასმელი წყლით მომარაგებაში

მეორე დღეა ქობულეთში წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო ქალაქის მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდება.

სიახლე

ქობულეთში, წყალდიდობით დაზარალებულთათვის 277 991 ლარი გამოიყოფა

ქობულეთში ოქტომბერში მომხდარი სტიქიის შემსწავლელმა კომისიამ დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის აღნუსხვა დაასრულა.

სიახლე

ნაციონალური მოძრაობა ქოულეთში ნაპირსამაგრი სამუშაოების განახლებას ითხოს.

ნაციონალური მოძრაობა ქობულეთში ნაპირსანაგრი სამუშაოების განახლებას ითხოვს.ოპოზიციის წევრების თქმით,ნოემბრის სტიქიის შედეგად თამარ მეფის სანაპიროზე დაზიანებული ჯებირის და ფიჭვნარში სასტუმრო ” ინტურისტების” მიმდებარედ, სანაპირო ზოლის გაგრძელების სამუშაოები ამ დრომდე არ განახლებულა.

სიახლე

რისთვის შენდება “კინტრიშიჰესი”?!

ქობულეთში, სოფელ კობალაურში სამუშაოებს შპს “ჰიდროდეველოპმენტი” ახორციელებს,მიმდინარეობს სათავე და შემაერთებელი გვირაბების მშენებლობა,რომლის სიგრძე 1800 მეტრი იქნება. კომპანიამ მშენებლობა 2014 წლის გაზაფხულზე დაიწყო და გვირაბის დასრულება 7 თვეშია ნავარაუდევი.