სიახლე სოფელი

ამ ეტაპისათვის ტრანსპორტის მოძრაობა სრულად აღდგენილია

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი რაულ ბერიძე მოადგილესთან ლაშა ჩიხლაძესთან ერთად ქობულეთის მუნიციპალიტეტში ჩაქვის #2 ჩაის ფაბრიკა-ქვედა აჭყვა-ზედა აჭყვას, ხალა-ქავჯარაძეების და ხალა-ბაკურიძეების საავტომობილო გზებზე ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული მეწყერული პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სოფელი

ლენტეხელები გაფიცვების განახლებით იმუქრებიან

ისევე როგორც მთელ ქვეყანას,ქვემო სვანეთსაც უამრავი პრობლემა აქვს.ლენტეხის რაიონის სოფლის მოსახლეობა, უგზოობასა და უმუშევრობას მიიჩნევს ძირითად მიზეზად, სოფლებიდან ახალგაზრდობის დაცლის,თუმცა დაწყებული ჰესების მშენებლობა რაიონში,რომელიც დასაქმების წყაროდ უნდა მოიაზრებულიყო, კვლავ რჩება ლენტეხელთათვის ძირითად თავსატეხად.მიუხედავად იმისა რომ მათ ჯერათ, რომ ჰესების მშენებლობას მოჰყვება მათი დასაქმება ისინი მაინც ეკოლოგიურ საფრთხეებზე საუბრობენ და მიაჩნიათ, რომ მათ რაიონში ჰესების მშენებლობა […]

სიახლე სოფელი

სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ ჩაისუბანში საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს,რომელიც სკოლამდელი აღზრდის 105 აღსაზრდელზეა გათვლილი.

სიახლე

366 956 ლარი, ქობულეთის ცენტრალური წყლის სისტემის სათავე ნაგებობაზე

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ცენტრალური წყლის სისტემის სათავე ნაგებობაზე 4 ერთეული ჭაბურღილის დამონტაჟება მიმდინარეობს, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 366 956 ლარია გათვალისწინებული.

სიახლე

ქობულეთში ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება

ნინოშვილის ქუჩის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დასრულდება. დღეს სამუშაოების მიმდინარეობას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები და ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატი ადგილზე გაეცნენ.

სიახლე

„ქობულეთის სანდასუფთავების“ სამსახურში საშტატო ერთეული იზრდება

„ქობულეთის სანდასუფთავების“ სამსახურში საშტატო ერთეული იზრდება. დასუფთავების აქციაამ ეტაპზე 27 მეეზოვეს დამატებაა დაგეგმილი. მათ შორის 10 მეეზოვე სოფლის ცენტრების დასუფთავებაზე იზრუნებს. „ქობულეთის news“ ინფორმაციით, სამსახური ახალი ტექნიკის შეძენასაც აპირებს. საუბარია კონდინციონერზე და კომპიუტერულ ტექნიკაზე. 199 თანამშრომლისთვის უნიფორმების, რეზინის ჩექმების და ინვენტარის შეძენაა გათვალისწინებული.

სიახლე

ქობულეთში გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვების ვადა უცნობია

წყარო: ბათუმელები ქობულეთში საკანალიზაციო სისტემის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დასრულდა, თუმცა ზუსტად როდის შევა იგი ექსპლუატაციაში, ჯერ უცნობია.

სიახლე

შეზღუდვები ქობულეთის სასმელი წყლით მომარაგებაში

მეორე დღეა ქობულეთში წყალსადენი სისტემის ცენტრალური მაგისტრალის დაზიანების გამო ქალაქის მოსახლეობას სასმელი წყალი შეზღუდვით მიეწოდება.

სიახლე

83 პროცენტით შესრულებული ბიუჯეტი ქობულეთში

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა გამგებლის მიერ 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში მოისმიეს. სულხან ევგენიძის თქმით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი შარშან 83 პროცენტით შესრულდა. გამგებლის ანგარიშის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა ოპოზიციას. დეპუტატების უმარველსობამ საკითხს მხარი დაუჭირა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გასულ წელს 36 მილიონ 867 ათას 815 ლარი იყო.